კატარი: ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰამასი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ სამეფოს საგარეო უწყების ოფიციალური წარომადგენელი ავრცელებს. 

გარიგების საკვანძო მედიატორის ცნობით, გასათავისუფლებელ მძევალთა სია უკვე შეთანხმებულია და 13 მათგანი 24 ნოემბერს ადგილობრივი დროით 16 საათზე გათავისუფლდება. სავარაუდოა, რომ პირველ რიგში გათავისუფლდებიან ტყვეობაში მყოფი ბავშვები და ქალები. 

ამასთანავე, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. კატარის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მაჯიდ ალ-ნასრის თქმით, სამეფო ესწრაფვის, რომ შეთანხმება გრძელვადიანი ხასიათი მიიღოს. 

ცნობილია, რომ შეთანხმების ერთ-ერთ წინაპირობად ისრაელმა დანარჩენი მძევლების წითელი ჯვრის სამსახურის მიერ მონახულება დაასახელა. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკვე დაადასტურა გასათავისუფლებელ მძევალთა სიის მიღება. 

 

მსგავსი სიახლეები