კიმ ჩენ ინმა რუსეთისა და პუტინის პოლიტიკას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისა და ქმედებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 12 ივნისს, რუსეთის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ ტელეგრამაში განაცხადა, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო TsTAK.
"თქვენი ხელმძღვანელობით რუსი ხალხი გაბედულად გადალახავს გამოწვევებსა და სირთულეებს, თქვენ მიაღწიეთ დიდ წარმატებას იმაში, რომ აკეთოთ სამართლიანი საქმე ქვეყნის განვითარების, ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად, რასაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს." - ნათქვამია შეტყობინებაში.
2 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა გაეროს ხუთმა წევრმა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეამ.