კირბი: არ არსებობს ნიშანი, რომ მოსკოვში მომხდართან უკრაინას რამე კავშირი აქვს

თეთრი სახლი პირველად გამოეხმაურა მოსკოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას. 

სტრატეგიულ საკითხებში სპიკერის, ჯონ კირბიმ მიუსამძიმრა რუსეთს. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე კირბიმ განაცხადა: "არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მოსკოვში განვითარებულ მოვლენებთან უკრაინას რამენაირი კავშირი აქვს."

კონტექსტი 

ადგილობრივი დროით 9 საათზე მოსკოვის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, კროკუს ჰოლის საკონცერტო დარბაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 

ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. ადგილზე უკვე მოქმედებენ ძალოვანი უწყებების დანაყოფები. 

რუსეთის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ძალოვანი უწყებები იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს. 

"ვერაგული ტერაქტი" უწოდა მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ კომენტარში. 

უფრო ვრცლად მოსკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები