კოლუმბიაში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს

კოლუმბიის ქალაქ ბარანკილაში ანტი-სახელისუფლებო დემონსტრაციებისას ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს.

ქვეყანაში უკვე ორი თვეა სოციალური რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კოლუმბიის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენლები კოლუმბს ჩაგვრისა და კოლონიალიზმის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

ბარანკილას მერმა განაცხადა, რომ ვანდალიზმზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

კოლუმბის ძეგლის ჩამოგდებამდე, აქციებისას, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მე-16 საუკუნის ესპანელი კონკისტადორის, სებასტიან დე ბელალკასარის ძეგლიც ჩამოაგდეს.

მისაკის, ნასას და პიხაოს ტომების წარმომადგენლები ბელალკასარს გენოციდში, მონობის დაკანონებაში, გაუპატიურებასა და მათი წინაპრების მიწების მიტაცებაში დამნაშავედ თვლიან.

2016 წელს ხელისუფლებასა და “ფარკს” შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, კოლუმბიის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენლები ხშირად არიან მემარჯვენე გასამხედროებული ფორმირებების თავდასხმების მსხვერპლი.

ამ ჯგუფების წარმომადგენლებმა მხოლოდ 2021 წელს 20-ზე მეტი აბორიგენი მოსახლეობის უფლებადამცველი მოკლეს. 

 

ბელალკასარის ძეგლის ჩამოგდება

მსგავსი სიახლეები