ვენესუელა და კოლუმბია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

კოლუმბია და ვენესუელა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

გადაწყვეტილების შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სასაზღვრო ქალაქ სან კრისტობალში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

კარაკასთან ურთიერთობების აღდგენა კოლუმბიის ახლადარჩეული მემარცხენე პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ერთ-ერთი დაპირება იყო.

ვენესუელას და კოლუმბიას შორის ურთიერთობა წინა პრეზიდენტის, ივან დუკეს დროს დაიძაბა, რომელმაც 2019 წელს მადუროს მეორე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა არალეგიტიმურად ცნო.

მას შემდეგ, 2021 წლის ოქტომბრამდე, ორ ქვეყანას შორის საზღვრები დაკეტილი იყო.

  

მსგავსი სიახლეები