კოლუმბიაში ისტორიაში პირველად მემარცხენე პრეზიდენტი აირჩიეს
19 ივნისს გამართულ არჩევნებში წინასწარი მონაცემებით მემარცხენე კანდიდატმა, ყოფილმა პარტიზანმა გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა.
პეტრომ ხმათა 50,4 პროცენტის მოგროვება შეძლო, ხოლო მის კონკურენტ ბიზნესმენ როდოლფო ერნანდესს ამომრჩევლების 47,26 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
პეტროს მოკავშირე, ფრანსია მარკესი კოლუმბიის პირველი შავკანიანი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატი ანტისისტემურ პოლიტიკურ ფიგურებად მიიჩნევიან.
მოქმედი პრეზიდენტის, მემარჯვენე ივან დუკეს ფავორიტი პირველ ტურში დამარცხდა.
ბოგოტას ყოფილი მერი გუსტავო პეტრო 19 აპრილის მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე და პარტიზანი მებრძოლი იყო.
არჩეული პრეზიდენტი კოლუმბიელებს უთანასწორობასთან ბრძოლას, უფასო საუნივერსიტეტო განათლებას, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და საგადასახადო სისტემის რეფორმას ჰპირდება.
პეტროს გამარჯვება ლათინურ ამერიკაში მემარცხენე პოლიტიკოსების ტალღის აღმასვლას მოჰყვა.
გასულ წელს მემარჯვენე-კონსერვატიული მთავრობები ჩაანაცვლეს ჩილემ და ჰონდურასმა.
მემარცხენე ლულას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ კონტინენტის ყველაზე დიდ ქვეყანაში - ბრაზილიაში.