FARC-ის ყოფილი მძევალი კოლუმბიის პრეზიდენტად იყრის კენჭს

 

ყოფილი სენატორი, რომელიც მარქსისტულ დაჯგუფება FARC-ს 2002 წელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, კოლუმბიის პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს.

ინგრიდ ბეტანკურმა პირველად კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 2002 წელს სცადა.

მაშინ ბეტანკური კოლუმბიის რევოლუციურმა შეიარაღებულმა ძალებმა მძევლად აიყვანეს და ექვსი წლის განმავლობაში ჰყავდათ ტყვეობაში.

„დღეს აქ მოვედი, რათა დავასრულო ის, რაც დავიწყე“, - უთხრა ბეტანკურმა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში შეკრებილ მხარდამჭერებს.

„51 მილიონ კოლუმბიელს, ვინც არსებულ სისტემაში სამართალს ვერ პოულობს, უფლებების დაბრუნებაში დავეხმარები“, - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნები მაისში გაიმართება. ცენტრისტ ბეტანკურს გადაჭედილ საარჩევნო ველზე მოუწევს ასპარეზი.

არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ბოგოტას ყოფილი მერი, მემარცხენე გუსტავო პეტრო.

მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ბანაკის ლიდერი ივან დუკე კიდევ ერთხელ კენჭისყრას საკონსტიტუციო შეზღუდვის გამო ვერ ახერხებს.

მარქსისტული ტერორისტული დაჯგუფება FARC-ი კოლუმბიის ცენტრალურ ხელისუფლებას 50 წლის განმავლობაში ებრძოდა.

2016 წელს დაჯგუფებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი და იარაღი ჩააბარა, თუმცა FARC-ის გარკვეული განშტოებები დაზავებას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები