კრემლი: კიევი პრიგოჟინის პროვოკაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებმა ბახმუტში შეტევის განსახორციელებლად რამდენიმე ბრიგადის თავმოყრა დაიწყეს, რათა ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი "პროვოკაცია" გამოიყენონ.
"კიევის რეჟიმი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი პროვოკაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ამ მიზნით 35-ე საზღვაო ბრიგადისა და 36-ე მექანიზებული ბრიგადის კონცენტრირება დაიწყო ბახმუტში შეტევითი ოპერაციის განსახორციელებლად."
რუსების თქმით, მათი შენაერთები საპასუხო დარტყმებით პასუხობენ უკრაინელების შეტევას.
უკრაინულ მხარეს, საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
*მასალა განახლებადია