კუბა: ვაქცინა "აბდალა" 92%-ით ეფექტურია
ორშაბათს კუბის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია.
ვაქცინა “აბდალამ” 92.28%-იანი ეფექტურობა გამოავლინა კორონავირუსის წინააღმდეგ. “აბდალა” კუბის სახელმწიფო ფარმაცევტულმა კომპანიამ “ბიოკუბაფარმამ” შექმნა.
გარდა ამისა, ქვეყანაში მეორე ვაქცინა “სობერანა 2-ც” შეიქმნა, რომლის ეფექტურობაც 62%-ია.
კუბამ ქვეყანაში დამზადებული ვაქცინებით 11.2-დან 1.2 მილიონი ადამიანი აცრა.
კუბაზე სულ კორონავირუსით ინფიცირების 165 000 შემთხვევა დაფიქსირდა და 1 100 ადამიანი დაიღუპა.