კუბაში ინფლაციამ 70 %-ს გადააჭარბა

 

 

კუბის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ინფლაციის დონემ 2021 წლის ბოლოსთვის 70 %-ს გადააჭარბა. 2020 წელს კი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის ეკონომიკა 10.9 %-ით შემცირდა.

კუბის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა პანდემიამ, რომლის გამოც მკვეთრად შემცირდა ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები.

ჰავანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაწესებულმა სანქციებმაც.

2021 წლის დასაწყისში კუბამ ე. წ. ორვალუტიანი რეჟიმი გააუქმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ორი პარალელური გადახდის საშუალება მოქმედებდა. „კუბური პესო“ შიდა ბაზარზე გამოიყენებოდა, ხოლო „კონვერტირებადი პესოს“ კურსი კი აშშ დოლარზე იყო მიბმული.

კუბის ეკონომიკის მინისტრის, ალეხანდრო ხილის განცხადებით, ინფლაციის მოსათოკად მთავრობა ეკონომიკის შედარებით ლიბერალიზაციას აპირებს - რაც სახელმწიფო კომპანიებისთვის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მეტი ავტონომიის მიცემას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები