კვლევა: ბაიდენის საქმიანობას დადებითად ამერიკელების მხოლოდ 38% აფასებს

 

ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებში დამარცხების და ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივების მიღების პროცესის კონგრესში გაჭიანურების ფონზე, პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

USA Today-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯოზეფ ბაიდენის საქმიანობას დადებითად ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 38% აფასებს.

კვლევა კონგრესის ქვედა პალატის მიერ 1.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმის მიღებამდე ჩატარდა.

კვლევის ჩატარების შემდეგ გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის თანახმადაც ოქტომბერში, ამერიკაში, მოსალოდნელზე მეტი, 531 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგი წინა კვირებშიც მცირდებოდა.

კვლევაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა და მისი ცდომილების ზღვარი 3.1%-ია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები