შოტლანდიელები დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მხარს არ უჭერენ
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერნჯენმა წინა კვირაში განაცხადა, რომ ის 2023 წელს დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, შოტლანდიის პარლამენტის ბოლო არჩევნებზე დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების გამარჯვება აჩვენებს, რომ მოსახლეობა ქვეყნის დამოუკიდებლობა სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ აპირებს შოტლანდიის მთავრობისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლების მიცემას, სტერჯენი აპირებს სასამართლოს დახმარებით მოიპოვოს ეს.
Redfield and Wilton Strategies მიერ ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილება ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს.
შოტლანდიელების 53% თვლის, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ამას ბრიტანეთის მთავრობა დაეთანხმება.
შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს, 44% - ეწინააღმდეგება, 9%-მა არ იცის.