კვლევა: ბაიდენის გარეშე, დემოკრატების პრაიმერში ჰარისი და მიშელ ობამა ლიდერობენ

 

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა დემოკრატიული პარტიის პრაიმერის ლიდერები არიან, თუკი პრეზიდენტი ბაიდენი მეორე ვადით კენჭისყრას არ გადაწყვეტს. ამის შესახებ Hill-HarrisX-ის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.

გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ისინი კამალა ჰარისს უჭერენ მხარს, 10% - მიშელ ობამას.

სხვა კანდიდატებს 5%-ზე დაბალი მხარდაჭერა აქვთ.

36% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემენ ხმას, 13% კი არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.

ბაიდენმა წარსულში განაცხადა, რომ 2024 წელს კენჭისყრას აპირებს. გამარჯვების შემთხვევაში ის 81 წლის იქნება.

18-19 ნოემბერს ჩატარებულ კვლევაში 939 ადამიანი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი 3.2%-ია.

 

მსგავსი სიახლეები