Le Monde: საქართველო რუსეთს უახლოვდება
ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის თანახმად, საქართველო "2022 წლის შემდეგ რუსეთს გასაოცრად უახლოვდება".
სტატიაში, სადაც საუბარია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გეოპოლიტიკურ დინამიკაზე, ვკითხულობთ, რომ "ყოფილ საბჭოთა კავშირში, რუსეთისა და დასავლეთის გავლენისთვის ბრძოლას საქართველოზე უკეთ არცერთი ქვეყანა განასახიერებს".
ავტორების თანახმად, საქართველო "დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიზაციის მოდელი იყო", თუმცა გასული წლიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს.
"მთავრობამ, რომელსაც ჩრდილიდან მართავს ბიძინია ივანიშვილი, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი, რუსეთს არ დაუწესა საერთაშორისო სანქციები [უკრაინაში] შეჭრის შემდეგ", - ვკითხულობთ სტატიაში.
რუსეთთან დაახლოების მეორე მაგალითი ავტორებისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და ამ ფონზე, პუტინის ოპონენტების არშემოშვებაა:
"მაშინ, როცა საქართველომ სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული 100 000 რუსი მიიღო, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთრხრეს პუტინის ოპონენტებს".
სტატიის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები რუსეთის ღია ქებას იმსახურებს:
"კრემლი აღფრთოვანებული იყო, აქებდნენ [საქართველოს მთავრობის] "გამბედაობასა" და "დასავლეთის წნეხთან გამკლავებას".
ფრანგი ჟურნალისტების შეფასებით, იმის შიშით, რომ საქართველო რუსეთის ბანაკში გადავიდოდა, ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.