ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განხორციელდა

სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანის უსაფრთხოების სტრუქტურების სპიკერზე დაყრდნობით Al Jazeera ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, რაკეტები სამხრეთ ლიბანში მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკის ტერიტორიიდან განხორციელდა. სარეკეტო შეტევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, უწყების ინფორმაციით, რაკეტები ზღვაში ჩავარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ლიბანური ტელევიზიის წყაროს ინფორმაციით, რაკეტები არა ჰეზბოლამ, არამედ სამხრეთ ლიბანში დაბანაკებულმა ერთ-ერთმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ გაუშვა

 

მსგავსი სიახლეები