ლიეტუვა ამერიკისგან 8 HIMARS-ს შეიძენს

ლიეტვუა ამერიკისგან 8 ერთეულ სარაკეტო სისტემა M142 HIMARS-ს შეიძენს. ამ ინფორმაციას 15 დეკემბერს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

შესაბამის შეთანხმებას პენტაგონში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, არვიდას ანუსაუსკასმა და ლოიდ ოსტინმა. ანუსაუსკასმა ხაზი გაუსვა, რომ ამ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლიეტუვის თავდაცვისთვის და HIMARS მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

"მოხარული ვარ, რომ წელს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ამ მნიშვნელოვანი სისტემის შეძენაზე. ახლა ჩვენ ვიწყებთ საუბარს HIMARS-ის ინტეგრაციაზე - პერსონალის მომზადება, ტექნიკური მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ იყიდოს HIMARS," - თქვა მან.

კონტრაქტის თანახმად, HIMARS-ებთან ერთად ლიეტუვა შეიძენს რამდენიმე ტიპის რაკეტას, მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტა M57 ATACMS-ებს, რომლის მოქმედების მანძილიც 300 კმ-ია. კონტრაქტის წინასწარი ღირებულება 495 მილიონი დოლარია და მას ამერიკული კომპანია Lockheed Martin შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები