ლიეტუვის სეიმმა ევროკავშირს მოუწოდა რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალოს
14 მარტს ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპის დონეზე რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას მოითხოვს.
რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი ლიეტუვის სეიმის 107-მა დეპუტატმა.
პარლამენტარები მიმართავენ ევროკომისიას, სასწრაფოდ შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ევროკავშირში რუსული და ბელორუსული წარმოშობის მარცვლეულის იმპორტს და სხვა ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ამ აკრძალვას.
ლიეტუვის სეიმი ევროკომისიას ასევე სთხოვს უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტურად და ერთნაირად გამოიყენოს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით.
რეზოლუცია ევროკავშირს სთავაზობს განიხილოს რუსული და ბელორუსული წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა და, საჭიროების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაკადის დარეგულირება, უკრაინული პროდუქტების გამოყენება.
არახელსაყრელი საბაზრო ფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შესთავაზეს გამოიყენოს ინტერვენციების სისტემა ჭარბი უკრაინული მარცვლეულის შესაძენად, რაც ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების შენარჩუნებას და მწარმოებლებისთვის გარანტირებულ შემოსავალს უზრუნველყოფს.
მედიის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია, სავარაუდოდ, წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის შესახებ.
ლატვიის პარლამენტმა პირველმა მიიღო დროებითი აკრძალვა რუსეთიდან და ბელორუსიიდან მინიმუმ 2025 წლის ივლისამდე სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე. 8 მარტს პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია რუსული და ბელორუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ.