Live: რუსეთის ომი უკრაინაში - განახლებადი ინფორმაცია

 

რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. 

მიმდინარეობს რუსული სახმელეთო ინტერვენცია რამდენიმე ფრონტიდან.

ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის, ხარკოვის და ყირიმის ფრონზე იერიშის მოგერიება შეიძლეს. 

ბოლო ინფორმაციით, რუსულ საოკუპაციო ძალები კიევის დედაქალაქს მიუახლოვდნენ. სროლის ხმა ისმის კიევის სამთავრობო კვარტალში. 

 

 


16:52

მზად ვართ მინსკში უკრაინასთან მოსალაპარაკებლად დელეგაცია გავგზავნოთ - პესკოვი

 

 


16:33

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: დანაკარგები საერთოდ არ გვაქვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სადამსჯელო ოპერაციაზე ისაუბრეს. რუსეთის თავდაცვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში დანაკარგები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ განუცდიათ. მასალა განახლებადია.

 

 


16:09

კადიროვი: ზელენსკის ვურჩევ დროულად მოუხადოს ბოდიში პრეზიდენტ პუტინს

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა, კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

"ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ერთი რჩევა მივცე უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გამხდარა - მინდა ვურჩიო, რომ დაუყოვნებლივ დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმირ პუტინს და მას ბოდიში მოუხადოს",- თქვა რამზან კადიროვმა.

დღეს დილიდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ცენტრალურ მოედანზე ე.წ. კადიროველების სამხედრო დანაყოფი შეიკრება. კადიროვის რამდენიმე ათასი მებრძოლი შესაძლოა უკრაინაში გადაისროლონ.

 


15:39

უკრაინის შსს: ზმეინის კუნძულზე კონტროლი დავიბრუნეთ

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე, რომელიც გუშინ რუსულ ძალებს ჰქონდათ ოკუპირებული.

"უკრაინელი მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას განაგრძობენ", - განაცხადა შსს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ.

24 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია კუნძულზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ, ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდანარეობდა.

ზმეინის კუნძული ოდესის ოლქის შემადგენლობაში შედის.

 


15:38

ზელენსკი ევროპას: როგორ დაიცავთ თავს, როდესაც ჩვენ ასე ნელა გვეხმარებით?

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი მიმართვა გაავრცელა. თავის სიტყვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა ევროპულ სახელმწიფოებს.

"ეს არ არის რუსეთის შეჭრა მხოლოდ ევროპაში, ეს ევროპისა და მისი ერთიანობის წინააღმდეგ ომის დასაწყისია. ეს არის ომი ადამიანის ელემენტარული უფლებების წინააღმდეგ, ეს არის ომი ამ კონტინენტზე არსებობის ყველა წესის წინააღმდეგ, ეს არის ომი იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ საზღვრების ძალით დადგენაზე", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროპის რეაქციაზეც: "დარწმუნებული ვარ თქვენ ამას იაზრებთ, თქვენ, მთელი ევროპა. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მკაფიოდ თუ რის გაკეთებას აპირებთ თქვენ თავად, როგორ აპირებთ თავის დაცვას, როდესაც ასე ნელა გვეხმარებით ჩვენ უკრაინაში?!"

"ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ვლადიმირ პუტინს და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

 


15:25

ზელენსკი პუტინს: დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან

უკრაინის პრეზიდეტნმა ვლადიმირ პუტინს მიმართა "მინდა კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მოდით დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი", - თქვა ზელენსკიმ.

 


15:07

ლავროვი: თუ უკრაინის არმია დანებდება, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ნებისმიერ მომენტში, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია იარაღს დაყრის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ "სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება".

გარდა ამისა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ლავროვის თქმით, "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შემდეგ უკრიანელებს ექნებათ საშუალებას თვითონ აირჩიონ თავიანთი მომავალი".

გარდაა ამისა სერგეი ლავროვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის განიხილავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით. ლავროვმა ზელენსკის განცხადებას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უბრალოდ იტყუება, როდესაც ამის მზაობაზე საუბრობს.

 


14:50 

მარიუპოლის მერი: ქალაქში ყველა მიმართულებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში „ყველა მიმართულებით“ რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლები მიდის.

ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ევროპას ვიცავთ“, - აცხადებს უკრაინული ქალაქის მერი.

მარიუპოლი აზოვის ზღვაზე მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქია.

 


14:46

პესკოვი: დარწმუნებულები ვართ, დასავლეთთან ნორმალიზაციის პერიოდი დადგება

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად მზად იყო რუსეთი დასავლეთის ამგვარი რეაქციისთვის, პესკოვმა უპასუხა - "კრემლი მზად იყო მსოფლიოს რეაქციაზე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ რაც ისინი გაიაზრებენ ჩვენი მხრიდან ამ ზომების მიღების აუცილებლობას, ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყება".

ამავდროულად პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს და როგორც ყოველთვის, სარკისებური პასუხის პრინციპი აქაც დაცული იქნება.

პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვას, კვლავ მიიჩნევენ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად - "ცხადია" - უპასუხა პესკოვმა.

პუტინის პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზეც, რომელშიც ის ამბობდა, რომ მზად არის განიხილოს რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით.

პესკოვის თქმით, კრემლში ამ განცხადებას ყურადღება მიაქციეს და მას პოზიტიურ სიგნალად მიიჩნევენ, ხოლო პასუხს მას შემდეგ გასცემენ, რაც შექმნილ ვითარებას გააანალიზებენ.

 


14:13

უკრაინის პოლიცია: ჩერკასის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ჩერკასის რაიონში, ზოლოტონოშას რაიონის სოფელ ვოზნესენსკოეს მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ 25 თებერვალს, რეგიონული პოლიციის სპიკერმა ზოია ვოვკმა „ობშჩესტვენისს“ განუცხადა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ პილოტს, რომელმაც კატაპულტირება შეძლო, ახლა ეძებენ.

 


13:54

ლავროვი: სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებს დავუბრუნდებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ "სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება".

გარდა ამისა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ლავროვის თქმით, "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შემდეგ უკრიანელებს ექნებათ საშუალებას თვითონ აირჩიონ თავიანთი მომავალი".

გარდა ამისა სერგეი ლავროვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის განიხილავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით. ლავროვმა ზელენსკის განცხადებას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უბრალოდ იტყუება, როდესაც ამის მზაობაზე საუბრობს.

 


13:26

კიევის სამთავრობო კვარტალში სროლის ხმები ისმის - AP

კიევის სამთავრობო კვარტალში სროლის ხმები ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტების დივერსანტულმა ჯგუფებმა უკვე შეაღწიეს კიევში. ამის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

 


13:10

გუშინ ხერსონში დნეპერზე გადასასვლელი ხიდისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა

ხერსონში, ღამით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ანტონოვსკის ხიდისთვის დნეპერზე, რომელიც აკავშირებს ქალაქს მდინარის მარცხენა სანაპიროსთან. ამის შესახებ ფეისბუქზე 25 თებერვალს, დილით, ხერსონის მერმა იგორ კოლიხაევმა დაწერა.

"თქვენ გაიღვიძეთ (მათ, ვინც დაიძინა) უკრაინაში - და ეს არის დღეს მთავარი სიახლე, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. ანტონოვსკის ხიდისთვის ღამით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ის კვლავ  ჩვენს კონტროლქვეშ რჩება." - წერს ხერსონის მერი.

კოლიხაევმა ხერსონის მოსახლეობას კატეგორიულად მოუწოდა "არ გამოვიდნენ ქუჩებში და არ დატოვონ სახლები".

"ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვდგავართ!" - წერს კოლიხაევი.  

 


12:50

უკრაინის შსს: გუშინ დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

გასული დღის განმავლობაში რუსული საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

"ამ დღეებში ორი ბავშვი დაიღუპა რუსი ოკუპანტების დაბომბვის გამო... და ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ბრალია. რუსები იმასაც ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტებზე არ ისვრიან - 33 სამოქალაქო სამიზნე დაიბომბა. დღეს!" - აღნიშნა დენისენკომ.

 


10:30

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ინფორმაციით, რუსული დანაყოფები კიევიდან 30 კმ-ში არიან

დილის 6:30 საათზე გამართულ სატელეფონო საუბარში, ლოიდ კანონმდებლებს მოახსენა, რომ ბელარუსიდან შემოსული დანაყოფები, კიევის შემოგარენში იმყოფებიან.

 


09:30

ვოლოდიმირ ზელინსკის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დიდწილად შეაჩერეს რუსი სამხედროები

სატელევიზიო გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ავიაცია სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა, სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს

 


03:16

ზელენსკი: ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, მიგვიღებენ თუ არა ნატოში, ყველას ეშინია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე სპეციალურ ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

ზელენსკიმ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერთან ონლაინ-შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა: "ჩვენ საკუთარი ქვეყანა მარტო უნდა დავიცვათ. ვინ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას NATO-ში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია. დღეს მოსკოვიდან გავიგეთ, რომ მათ ლაპარაკი სურთ. მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.

მე ყველა ჩვენ პარტნიორს ვეუბნები: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ვეკითხები: ჩვენთან ხართ? ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ ალიანსში ჩვენს მისაღებად მზად არ არიან.

ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში, ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. ჩვენ არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია ველაპარაკოთ რუსეთს ყველაფერზე: უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენ ქვეყანაში და ნეიტრალურ სტატუსზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ NATO-ში), მაგრამ რა გარანტიები გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ გარანტიებს?"

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი კიევში შეჭრილი რუსული დივერსიული ჯგუფის სამიზნე არიან.

"არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა მიზანში ამომიღო და მე პირველი სამიზნე ვარ, ხოლო ჩემი ოჯახი მეორე. მე ვრჩები დედაქალაქში ჩემს ხალხთან ერთად და ჩემი ოჯახიც უკრაინაშია." - თქვა მან. 

 


01:31

ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოსთხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა პუტინს ოპერაციის შეჩერება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმძმესი საპასუხო სანქციებზე ესაუბრა. 

 


22:30

მოსკოვში ანტი-საომარი აქციის მონაწილეებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

 


22:27

აფრიკული კავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გმობს

გაერთიანების ახლანდელმა თავმჯდომარემ, სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალამ რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა დაცვია და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა

 


22:09

ზელენსკიმ ყველა რეგიონში სამხედრო ადმინისტრაციები შექმნა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების საფუძველზე სამხედრო ადმინისტრაციების შექმნის შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკიმა 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების საფუძველზე სამხედრო ადმინისტრაციების შექმნის შესახებ". - თქვა პოდოლიაკიმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს წინააღმდეგობის გაზრდას და საჭირო ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღებას.

 


21:58

კიევი შესაძლოა 96 საათში დაეცეს - Newsweek

კიევი შესაძლოა 96 საათის ვადაში დაეცეს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული ომის მიზანი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში უკრაინული საჯარო ნაწილების ალყაში მოქცევას და დანებების იძულებას ან განადგურებას ითვალისწინებს. 

ამავე წყაროების ინფორმაციით, რუსები კიევის ალყაში მოქცევას გეგმავენ და მათი აზრით, კიევი შესაძლოა 96 საათში დაეცეს. 

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე პენტაგონში ამბობდნენ, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში კიევი სავარაუდოდ 72 საათში დაეცემოდა. 

 


21:54

ბრიტანეთის ახალი სანქციები რუსეთს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პარლამენტში გამოსვლისას რუსეთისთვის დასაწესებელი ახალი სანქციების პაკეტი წარადგინა.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი მთლიანად გაყინავს რუსული ბანკის, VTB-ის აქტივებს.

გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფო რუსულ ბანკებს ბრიტანულ საფინანსო ბაზრებზე წვდომას უწყვეტს, რაც მათ გირვანქა სტერლინგის გამოყენებასაც უზღუდავს.

ჯონსონის თანახმად, იგივე ზომების მიღებას აპირებს აშშ-ც.

ამასთან, რუსული სახელმწიფო კომპანიები ბრიტანეთიდან თანხების მოძიებას ვეღარ შეძლებენ, რუსეთის მოქალაქეებს კი ბრიტანულ ბანკებში შენახულ ფულზე ლიმიტი დაუწესდებათ.

სანქციები დაუწესდება ბელარუსსაც.

ბრიტანეთში ასევე აიკრძალება რუსეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია, "აეროფლოტი". როგორც ჯონსონი ამბობს, შეიქმნება ახალი სამთავრობო ორგანოც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ "ოლიგარქები ლონდონში ვერსად დაიმალნონ".

ბორის ჯონსონმა ახსენა SWIFT-იც. მისი თქმით, "გამორიცხული არაფერია".

 


21:05

ბორის ჯონსონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

 


20:51

ვლადიმირ პუტინი მსხვილი რუსული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის გარდა არჩევანი არ დაუტოვეს

 

 


19:29

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლება დაიკვეს

ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით გენიჩენკოს ოლქში ლოკალური ხელისუფლების სტრუქტურები მთლიანად რუსი ოკუპანტების კონტროლ ქვეშაა.

უკრაინის შეიარაღებულმა დაკარგეს კონტროლი კახოვკის რაიონის ნაწილებზეც, რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე ქალაქ ახალი კახოვკას ცენტრში დგას.

რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს ჰიდროელექტროსადგური და ჩრდილო-ყირიმის არხზე გადასვლელები. ამ დროისთვის ადგილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ხერსონშივე რუსი ოკუპანტების კონტროლს დაექვემდებარა დასახლებული პუნქტი ოლეშკი.

 


19:23

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად ევროპაში გაზი 52%-ით გაძვირდა

 

 


19:09

ზელენსკი: ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობენ

 


19:09

კოფმანი: კიევთან აეროპორტი სავარაუდოდ 31-ე სადესანტო ბრიგადამ დაიკავა

ამერიკელი სამხედრო ექსპერტი მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ კიევთან მდებარე ანტონოვის აეროპორტი რუსეთის გვარდიის 31-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადამ დაიკავა.

CNN-ის ინფორმაციით, რუსმა მედესანტეებმა უკრაინის დედაქალაქთან 25 კმ-ში მდებარე აეროპორტი დაიკავეს.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი საოკუპაციო ძალებისთვის კიევთან ახლოს "საჰაერო ხიდის შექმნას" ცდილობს. რუსეთის გვარდიის 31-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადა ცენტრალური რუსეთის ქალაქ ულიანოვსკშია ბაზირებული.

ამ ქვედანაყოფის ნაწილები მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის მეორე ომში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში.

სავარაუდოდ, ბრიგადის ნაწილები ასევე მონაწილეობდნენ 2014 წელს ყირიმის ანექსიის ოპერაციაში, როცა მედესანტეებმა ყირიმის პარლამენტი აიღეს.

 


19:05

ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩში წერს, რომ საკონსულტაციოდ გამოიწვია ლატვიის ელჩი რუსეთში და რუსეთის ყველა მოქალაქეს უწყვეტს ვიზის გაცემას

 


18:58

რუსმა მომღერალმა იური შევჩუკმა და ჯგუფმა DDT-მ უკრაინაში ომის შეწყვეტა მოითხოვეს

 


18:46

კიევთან მდებარე ანტონოვის აეროპორტი რუსმა მედესანტეებმა აიღეს

CNN-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ანტონოვის აეროპორტი, რომელიც კიევიდან 25 კმ-ში მდებარეობს, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებმა დაიკავეს. სავარაუდოა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები აეროპორტს ე.წ "საჰაერო ხიდის" შესაქმნელად გამოიყენებს.

 


18:16

გერმანული საფეხბურთო კლუბი "შალკე 04" უარს ამბობს რუსული სახელმწიფო კომპანიის სპონსორობაზე

 


18:09

ხარკოვის მოსახლეობა საომარ მოქმედებებს თავს ქალაქის მეტროში აფარებს

 


18:03

უკრაინაში კიდევ ერთი რუსული მოიერიშე CУ-25 ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული მოიერიშე CУ-25 ჩამოვარდა. დაზუსტებით ჯერჯერობით შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რა გახდა ამის მიზეზი.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაცით კატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, პილოტი წარმატებით კატაპულტირდა და ამ დროისთვის მის სამხედრო ნაწილში იმყოფება.

 


17:30

უკრაინის გვარდია: კიევის რეგიონზე რუსული შეტევა შევაკავეთ

უკრაინის ეროვნული გვარდია აცხადებს, რომ კიევის რეგიონში, ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტზე რუსული იერიში შეაკავეს.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის სასაზღვრო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა "ვილჩას" საკონტროლო პუნქტის გავლით კიევის რეგიონში (ობლასტი) შეიჭრა.

გვარდიის ინფორმაციით, "ვილჩესთან" რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის შეტაკება გაიმართა. 

"უკრაინის არმია უკან არ იხევს. უკრაინის გვარდია, პოლიცია და მესაზღვრეები თავიანთ პოსტებზე იმყოფებიან და თავდაცვის ხაზს ამაგრებენ", - ნათქვამია გვარდიის პრეს-რელიზში.

 


17:19

უკრაინის არმია: ბელარუსის ტერიტორიიდან 4 ბალისტიკური გვესროლეს

უკრაინის შეაიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის გვერდზეა განთავსებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რაკეტები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მიმართულებით გაუშვეს.

 


17:15

რუსეთმა კიევში საჰაერო დესანტის გადასხმა შეიძლება სცადოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა კიევის სამთავრობო კვარტალში საჰაერო დესანტის გადასხმა სცადოს.

ვრცელდება ვერსიები, რომ კრემლმა შესაძლოა კიევში მარიონეტული რეჟიმის დასმა სცადოს.

 


16:25

რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცენზურა გამოცხადდა

რუსეთის მედიის კონტროლის უწყებამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ახალი ამბების გავრცელებაზე ცენზურა გამოცხადდა. 

როსკომნადზორმა მედიები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მხოლოდ რუსეთის ოფიციალური უწყებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება დაავალდებულა. 

როსკომანდზორის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ "მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მედიები დაჯარიმდებიან 5 მილიონი რუბლით, ასევე შესაძლოა ასეთი მასალების ბლოკირებაც."

 


16:20

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთის შეტევის შედეგად 40-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა

სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები 10 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. მანამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ოდესისა და სუმის რეგიონებში, მარიუპოლში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

არესტოვიჩის თქმით, დონბასში, ჩერნიგოვსა და ხარკოვში უმძიმესი ბრძოლები გრძელდება. მრჩეველის თქმით, ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 10 კილომეტრზე უფრო ღრმად არ შეჭრილან.

 


15:55

უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენები სრულად შეწყდა

 


15:43

რუსულმა საბრძოლო ტექნიკამ საზღვარი ვილჩას საკონტროლო პუნქტთან გაარღვია.

უკრაინის სასაზღვრო ძალების ცნობით, რუსული შეიარაღებული ძალები ბელარუსის საზღვრიდან კიევის რეგიონში (ობლასტი) შეიჭრნენ.

რუსულმა საბრძოლო ტექნიკამ საზღვარი ვილჩას საკონტროლო პუნქტთან გაარღვია.

 

 


15:27

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო რუსი სამხედრო ტყვეები ფოტოებს ავრცელებს.

"ტყვეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. რუსო დედებო! გამოდით ქუჩებში! მოითხოვეთ ომის შეჩერება", - ამბობს გერაშენკო.

 


15:10

დმიტრი პესკოვი: იდეალურ ვარიანტში უკრაინა ნაცისტებისგან უნდა გავწმინდოთ

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესოვმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კომენტარი გააკეთა. 

პესკოვის თქმით, კრემლისთვის იდეალურ სცენარში უკრაინა ნაცისტებისგან უნდა გაიწმინდოს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს უკრაინის ხელისუფლებასთან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით. 

 


14:40 

უკრაინის პოლიცია მოქალაქეებს: ქუჩაში 'საეჭვო პირების' შემჩნევის შემთხვევაში შეგვატყობინეთ

უკრაინის ნაციონალური პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში "საეჭვო პირების" შემჩნევის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინონ.

"განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირებს, რომლებიც წითელი ფერის ელემენტებით ტანისამოსს ატარებენ.

მოქალაქეებს ვთხოვთ, ქუჩაში არ გამოვიდნენ უნიფორმით ან ტაქტიკური ტანსაცმლით", - ნათქვამია უკრაინის პოლიციის პრეს-რელიზში.

რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი ოპერაციების დაწყების შემდეგ კიევში ფიქრობენ, რომ კრემლმა შესაძლოა მასობრივი არეულობის ორგანიზება ან სხვა ტიპის პროვოკაციები სცადოს

 


14:34 

UEFA-მ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩაატაროს

ევროპარლამენტარების ნაწილმა UEFA-ს თხოვნით მიმართა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად, სხვა ქალაქში გაიმართოს.

კანონმდებლებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსული ქალაქები საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატებისთვის აღარ უნდა გამოიყენონ.

 


14:30

გერმანიის შს მინისტრი: მიგრანტების მისაღებად მზად ვართ

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მიგრანტების მიღების საკითხზე ის ბრიუსელთან და ვარშავასთან მუდმივ კონტაქტზეა.

"ჩვენ უკიდურესად ფხიზლად და მზად ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდგომი შედეგებისთვის, რომელსაც გავლენა ექნება გერმანიის უსაფრთხოებასა და ლტოლვილთა ნაკადებზე ევროპაში." - თქვა მან.

მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურები ყველა სცენარისთვის მზად არიან. 

გარდა ამისა, ფეზერმა თქვა, რომ გერმანია კიბერთავდასხმებისთვისაც ემზადება.

 


14:16 

ზელენსკი: ყველა უკრაინელს, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის დასაცავად იარაღს მისცემენ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვისაც ქვეყნის თავდაცვაში მონაწილეობა სურს, იარაღს დაურიგებენ.

"არმია და ეროვნული სოლიდარობა დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. თუმცა ვთვლი, რომ ის ერთადერთი [დასაყრდენი] არ არის. ჩვენი მიწის დასაცავად ყველა მსურველს შეიარაღებას მივცემთ", - განაცხადა უკრაინის მთავარსარდალმა.

 


13:55

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს დილა ისტორიაში შევიდა, მაგრამ ეს განსხვავებული ისტორიაა ჩვენი ქვეყნისთვის და რუსეთისთვის. ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა.

უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ მოსკოვში. უკრაინელებისთვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე სიცოცხლის უფლება უმაღლესი ღირებულებაა.

რუსეთი დილით სუიციდურად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, ისევე როგორც ფაშისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 


13:46

ზელენსკი: მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა, ისინი ჩვენ მიწაზე არიან

"მტერი განიცდის სერიოზულ დანაკარგებს, კიდევ უფრო მეტს დაკარგავენ, ისინი ჩვენ მიწაზე მოვიდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 


13:30

ალექსეი ნავალნი: უკრაინასთან ომის წინააღმდეგი ვარ

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რუსეთის მიერ უკრაინაზე დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო აგრესიას გამოეხმაურა.

"გარე სამყაროსთან არავითარი კომუნიკაცია არ მაქვს, მაგრამ უნდა განვაცხადო: ამ ომის წინააღმდეგი ვარ> ვთვლი, რომ ეს ომი რუსეთის პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება და მხოლოდ [რუსეთის] დიდ გაღარიბებამდე მიგვიყვანს" - განაცხადა ნავალნიმ.

 


13:14

უკრაინის სასაზღვრო სამსახური: დაიღუპა სამი მესაზღვრე, შვიდი სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ დღეს დილით რუსული თავდასხმის შედეგად, სამი მესაზღვრე, შვიდი სამხედრო მოსამსახურე და სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.ინფორმაცია სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.

"დაღუპულია სამი მესაზღვრიე, არიან დაჭრილები. ამის მიუხედავად, მესაზღვრეები ოკუპანტთან ბრძოლას აგრძელებნ", - ნათქვამია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებაში, რომელიც დილის გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ხერსონის რაიონის დასახლებების, კოპანისა და ივანოვოს მიდამოებში ბრძოლებია. სკადოვსკის რაიონში უკრაინული სასაზღვრო პუნქი შვეულმფრენებით დაიბომბა.

 


13:00

რუსულ ბანკებს ევროპის საფინანსო ბაზრებზე წვდომა ეზღუდებათ

ევროკომისიას სრუს, რომ რუსულ ბანკებს სრულად შეეზღუდოთ წვდომა ევროპის საფინანსო ბაზრებზე და გაიყინოს რუსული აქტივები ევროკავშირში.

 


12:58

უკრაინის გენშტაბი: ხარკოვთან 4 რუსული ტანკი და 50 სამხედრო გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, ხარკოვთან ახლოს, შასტიას დასახლებაში (ლუჰანსკი) ოთხი რუსული ტანკი გაანადგურეს.

რუსული მხარის მსხვერპლი ორმოცდაათ ჯარისკაცს აღწევს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, კრამატორსკთან ახლოს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ჯამში უკრაინის საზენიტო ძალებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. 

 

მსგავსი სიახლეები