ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლუქსემბრუგის პრემიერ მინისტრს, ქსავიე ბეტელს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა.
ვირუსის დადასტურებამდე ბეტელი ევროკავშირის ლიდერებთან ერთად ევროპული საბჭოს სამიტზე იმყოფებოდა.
პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით მის “ახლო კონტაქტებში” არცერთი ქვეყნის ლიდერი არ ყოფილა.
48 წლის ბეტელს მსუბუქი სიმპტომები, სიცხე და თავის ტკივილი აქვს.
ლუქსემბურგის პრემიერი მაისში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.