ლუკაშენკო: უკრაინის საზღვართან ოპერატიული სარდლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას
ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 26 მაისს, სამხედრო უსაფრთხოების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე, ბელორუსის სამხრეთით, უკრაინის მახლობლად, შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ოპერატიული სარდლობის შექმნის აუცილებლობაზე განაცხადა.
"სამხედრო ზეწოლა - ჩვენ უკვე ვხედავთ - განხორციელდება ჩვენზე პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და იქ განლაგებული ნატოს ჯარების მეშვეობით, ასევე უკრაინაში საომარი მოქმედებების შენარჩუნებით და ესკალაციის გზით. სამწუხაროდ, ახალი მიმართულება გაიხსნა, როგორც ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ, ახალი ფრონტი და ამას არ შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ." - განაცხადა მან.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა შარშან შესთავაზა სამხრეთ ფლანგზე ოპერატიული სარდლობის შექმნა.
"ეს იყო შარშან. ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ რაღაცის გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ დრომ ასე დინამიურად და სწრაფად მიგვიყვანა იქამდე, რომ სასწრაფოდ უნდა შეგვექმნა ეს ოპერატიული მიმართულება." - აღნიშნა მან.