ლვივის დაბომბვისას პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა

29 მარტს, დილით, რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა.

აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროს რეგიონში, ჩერკასში, ხმელნიცკში, ივანო-ფრანკივსკისა და ლვივის რეგიონებში.

ლვივის ოლქში სამიზნეს ქალაქ სტრიშში მდებარე დიდი გაზსაცავი წარმოადგენდა. რეგიონის ხელმძღვანლის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, ჩამოგდებული საჰაერო ობიექტის ნამსხვრევებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. დასავლეთ უკრაინაში მიტანილი საჰერო იერიშების გამო, პოლონეთს საბრძოლო თვითმფრინავების საზღვართან ახლოს აფრენა მოუწია.

რუსეთმა, უკრანის წინააღდეგ საჰაერო იერიშის დროს შემდეგი საჰაერო საშუალებები გამოიყენა:

  • 60 შაჰედის ტიპის კამიკაძე-დრონი
  • 3 ჰიბერბგერითი რაკეტა x-47m2 „Кинжал“
  • 2 ბალისტიკური რაკეტა „искандер-м“
  • 9 ფრთოსანი რაკეტა x-59
  • 4 ფრთოსანი რაკეტა „искандер-к“
  • 21 ფრთოსანი რაკეტა x-101/x-555

უკრაინის საჰაერო ძალების მიხედვით, 99 საჰაერო საშუალებიდან, 58 კამიკაძე-დრონისა და 26 რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, იერიშის დროს დაზიანდა დნიპროში, ჩერკასში, კიროვოგრადისსა და ივანო-ფრანკივსკში არსებული ენერგეტიული ინფრასტრუქტურა, რის გამოც, რიგ ქალაქებში დენის მიწოდების ავარიული გათიშვა მოხდა.

კონტექსტი

ორ კვირაზე მეტია, რაც რუსეთის საჰაერო ძალები უწყვეტად ბომბავენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

22 მარტს ღამით, ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას ჰქონდა ადგილი. გენერალური შტაბის განცადების მიხედვით, რუსეთმა, კომბინირებული სარაკეტო-საავიაციო თავდასხმის დროს 151 ერთეული სხვადასხვა სახის საჰაერო საშუელება გამოიყენა. 

რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმები შეიძლება განიხილოს, როგორც, რუსეთის პასუხი ორი რეგიონის უწყვეტ დაბომბვასა და ნავთობ-ბაზების დაზიანებაზე. 15 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა, ბელგოროდისა და კურსკის დაბომბვებზე კომენტარი გააკეთა - “დაუსჯელად ეს დარტყმები არ რჩება და არც დარჩება”

მსგავსი სიახლეები