მაკრონი: საფრანგეთი და აშშ კიდევ ერთხელ უნდა გახდნენ იარაღის ძმები

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობებას მაღალი შეფასება მისცეს, მიუხედავად ვაჭრობის სფეროში არსებული კონფლიქტისა. ბაიდენმა 1 დეკემბერს, თეთრ სახლში სამხედრო პატივით მიიღო მაკრონი, რომელიც მრავალდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა შეერთებულ შტატებში.

მან შეაქო "საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესანიშნავი მეგობრობის ძალა და სიცოცხლისუნარიანობა". "საფრანგეთი არის ჩვენი უძველესი მოკავშირე, ჩვენი ყველაზე მტკიცე პარტნიორი თავისუფლების სამსახურში", - თქვა ჯო ბაიდენმა.

საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მაკრონმაც შეაქო. "უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე და მრავალი კრიზისის ფონზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებზე, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ იარაღის ძმები", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ბაიდენსა და მაკრონს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ურთიერთობა ჩინეთთან, კონფლიქტი ამერიკული პროდუქციის სუბსიდირებაზე გამო გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ერთი დღით ადრე, ემანუელ მაკრონმა, აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ამ სუბსიდიებს ფრანგულ საწარმოებთან მიმართებაში "სუპერაგრესიული" უწოდა და აშშ გააფრთხილა, რომ ამან დასავლეთის ქვეყნებს შორის შეიძლება განხეთქილება გამოიწვიოს.

კონფლიქტი ამერიკაში აგვისტოში მიღებული მრავალმილიარდიანი კლიმატისა და კეთილდღეობის პაკეტით დაიწყო, რომელიც ცნობილია როგორც ინფლაციის შემცირების აქტი (IRA). ის ითვალისწინებს 370 მილიარდი დოლარის გამოყოფას კლიმატის დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, კანონი ითვალისწინებს ელექტრომობილების, აკუმულატორების და განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული პროექტების სუბსიდირებას.

ამ ზომებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროკავშირში. ევროკავშირი შიშობს, რომ ამას ევროპული კომპანიებისთვის ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები