მარიუპოლის მერი: რუსებმა მინიმუმ 5000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინულ ქალაქში წინასწარი მონაცემებით 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
"წინასწარი მონაცემებით, ერთთვიანი ბლოკადისას მარიუპოლში 5000 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, 210 ბავშვია. რუსმა ტერორისტებმა რამდენიმე სუპერ-ძლიერი ბომბით ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს და 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა." - თქვა მან.
მარიუპოლი უკვე თვეზე მეტია ბლოკადაშია. ქალაქის ნაწილს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა იქ მყოფი უკრაინული შენაერთები ბრძოლას აგრძელებენ.