მარკოვი: ხერსონის ჩაბარება სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის უმსხვილესი მარცხია
რუსი პროპაგანდისტი და პოლიტილოგი, სერგეი მარკოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხერსონიდან ჯარების გამოყვანის ბრძანებას ეხმაურება.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მარცხი. ამ მარცხის შედეგები, რეალურად ძალინ მტკივნეული იქნება"- განაცხადა მარკოვმა
მისი აზრით, ხერსონთან განცდილი მარცხის მიზეზი, რეალური ომისგან თავის არიდება და კრიტიკული გადაწყვეტილებების დაგვიანებაა.
რუსი პროპაგანდისტის თქმით, ექსპერტულ წრეებში არსებობს შეხედულება, რომ ხერსონის ჩაბარების შემდეგ, ამერიკა მოლაპარკებების გამართვაზე, უკრაინის მთავრობის დათანხმებას შეეცდება.
მარკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის არმიის ხერსონიდან გასვლის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ოკუპანტებს მშვიდად გასვლის საშუალებას მისცემენ, ეს ამგვარი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი ნიშანი იქნება.
კონტექსტი
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ეს ბრძანება შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ გასცა. სუროვიკინის თქმით, ხერსონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში დაიწყება.