მასკი გეგმავს, რომ ტრამპის კამპანიას მილიონობით დოლარი შესწიროს
ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს სურს დონალდ ტრამპის კამპანიას ფინანსურად მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ 15 ივლისს, The Wall Street Journal წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, მასკი მზადაა ტრამპის კამპანიას თვეში 45 მილიონი დოლარი შესწიროს.
თანხა America PAC-ის პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ჩაერიცხება. Bloomberg ადრე წერდა, რომ მასკმა უკვე ფარულად დიდი თანხა შესწირა ამ ორგანიზაცის.
America PAC პირდაპირ კავშირში არ არის ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან, მაგრამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გამარჯვებაზე მუშაობს, აგროვებს მონაცემებს ელექტორატზე და მედიაში მის სასარგებლოდ მოქმედებს.
WSJ-ის ცნობით, America PAC აღრიცხავს ამომრჩევლებს გადაუწყვეტელ შტატებში და მათ ხმის ადრე მიცემისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი შეერთებულ შტატებში არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დონორებს, რომლებიც ფულს სწირავენ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიას. ასეთი კომიტეტებისთვის შემოწირულობების ოდენობა შეზღუდული არ არის.
წარსულში ილონ მასკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მაგრამ ბოლო დროს ისინი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ახლა მილიარდერი ექსპრეზიდენტს ელექტრომობილებისა და კრიპტოვალუტების საკითხებში რჩევებს აძლევს.
"ის მეძახის ხშირად მირეკავს," - თქვა მასკმა ტრამპთან მისი მუდმივი ურთიერთობის შესახებ ივნისში, Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების დიდი მოყვარულია.
"მე ილონის ფანი ვარ, ის წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს Tesla-სთან ერთად," - ციტირებს Reuters-ს ყოფილი პრეზიდენტი.