მედვედევი: კიევის რეჟიმი ისე განადგურდება როგორც გერმანია სტალინგრადში

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე მორიგი ტირადა გამოაქვეყნა, რომელიც კვლავ "უკრაინის გარდაუვალ განადგურებას" ეხება. 

"გერმანელებმა ჟურნალისტებმა საბოლოოდ გაიაზრეს რომ: ეს მსახიობი (ვოლოდიმირ ზელენსკი) ნამდვილი და გამოცდილი ფაშისტია, გერმანიის სოციალ-დემოკრატების ჭეშმარიტი მემკვიდრე; 2. რეჟიმის განადგურება ისეთივე იქნება როგორც სტალინგრადში, მიუხედავად იმისა, რომ ბანდერას ეს პატარა მიმდევარი სულაც არ არის ფელდმარშალი პაულუსი",- წერს მედვედევი. 

კონტექსტი 

19 აპრილს გერმანულ გამოცემა Welt-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც უკრაინის მოახლოებულ კონტრიერიშს ეძღვნებოდა. მასალის ავტორები მოსალოდნელ ბრძოლას 1943 წელს ქალაქ კურსკთან განვითარებულ ბრძოლას ადარებდნენ. 

უკრაინის კონტრიერიშზე ბოლო კვირებში საუბრები განსაკუთრებით გააქტიურდა - სხვადასხვა მონაცემებით უკრაინამ იერიშისთვის 40 ათასი მებრძოლი და რამდენიმე მექანიზებული ბრიგადა მოამზადა

ამ დრომდე უცნობი რჩება კონტრიერიშის დაწყების ადგილი და ზუსტი დრო. სოციალურ ქსელში გაჟონილ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით Washington Post წერდა, რომ აშშ ვარაუდობს, რომ უკრაინის კონტრიერიში ვერ იქნება ისეთივე წარმატებული როგორიც შემოდგომაზე. 

მსგავსი სიახლეები