მელიტოპოლში აფეთქება მოხდა, მერის თქმით, ოკუპანტები ერთმანეთს "ძირს უთხრიან"

12 ივნისს დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას RIA Melitopol ქალაქის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების ფაქტი დაადასტურა ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა.

აფეთქება უკრაინის გმირების ქუჩის მიდამოში დაახლოებით 17:45 საათზე მოხდა. ამის შემდეგ რუსმა დამპყრობლებმა მანქანების შემოწმება და ადამიანების ჩხრეკა დაიწყეს, წერს RIA Melitopol.

მელიტოპოლის "შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი დეპარტამენტის" წარმომადგენელმა რია ნოვოსტის პროპაგანდისტებს განუცხადა, რომ აფეთქება იმავე "დეპარტამენტის" შენობასთან მოხდა. დამპყრობლებმა ჯერ ორ დაღუპულზე განაცხადეს, შემდეგ კი ოთხზე.

ქალაქის ლეგიტიმურმა მერმა ივან ფედოროვმა აღნიშნა, რომ მან არაფერი იცის მსხვერპლის შესახებ.

"ამის შესახებ უნდა ჰკითხოთ რაშისტებს, რომლებიც ერთმანეთს ძირს უთხრიან და, რა თქმა უნდა, ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაადანაშაულებენ. მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს მათი ტაქტიკაა, მათი მეთოდოლოგია და დარწმუნებული ვარ დეტალებს სწრაფად გავარკვევთ." - განაცხადა მან. 

მსგავსი სიახლეები