მექრთამეობის გამო პარტიიდან გარიცხეს ჩინეთის თავდაცვის 2 ყოფილი მინისტრი

27 ივნისს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ პარტიიდან გარიცხა ქვეყნის თავდაცვის 2 ყოფილი მინისტრი - ლი შანფუ და ვეი ფენხე. 

ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. 

წყაროების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ყოფილი მაღალჩინოსნების კორუმპირებულობა გახდა. გარიცხვის გარდა ყოფილ მინისტრებს ჩამოართვეს სამხედრო კვალიფიკაცია და წოდებები - ორივე მათგანი გენერალ-პოლკოვნიკის წოდებაში იმყოფებოდა.

ლი შანფუ თანდაცვის მინისტრის პოსტს არასრული 1 წლის განმავლობაში 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში. ლი შანფუს წინამორბედი კი სწორედ ვეი ფენხე იყო, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2018-2023 წლებში იკავებდა. 

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლი შანფუს წინააღმდეგ გამოძიება გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ძიების შედეგად კი დადგინდა, რომ "შანფუმ დაარღვია პოლიტიკური და საორგანიზაციო დისციპლინა. ის ცდილობდა საკადრო ლგოტების მისთვის და მისი გარემოცვისთვის."

"დისციპლინის დარღვევა" პოლიტიკური ევფემიზმია, რომელიც ჩინეთის შემთხვევაში კორუფციაში ბრალდებას გულისხმობს. 

კომისიამ დაადგინა, რომ შანფუ საკუთარი თანამდებობას პირადი ფინანსური სარგებლისთვის და რომ მისმა ქმედებები სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

თებერვალში Bloomberg წერდა, რომ ვეი ფენხე ვერ შევიდა იმ ჩინოვნიკების სიაში, რომლებმაც სი ძინფინგის მისალოცი საახალწლო ბარათი მიიღეს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზეც, რომ ვეი ფენხე არ ესწრებოდა სი ძინფინგის საახალწლო მიღებას. 

კონტექსტი 

გასული წლების განმავლობაში ჩინეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. 2023 წლის აგვისტოში სი ძინფინგმა თანამდებობიდან გადააყენა ჩინეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების 2 მეთაური. 

იმავე წელს თითქმის 2-თვიანი გაუჩინარების შემდეგ თანამდებობა დაკარგა 2023 წლის მარტში საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულმა, ცინ განგმა. 

გასულ კვირას Wall Street Journal წერდა, რომ სახალხო გამათავისუფლებელი არმიის იუბილეზე იანანში გამართულ შეხვედრაზე სი ძინფინგმა არმიაში წმენდის გაგრძელება დაანონსა. 

 

მსგავსი სიახლეები