მერკელი ავღანელების ევაკუაციაზე თალიბებთან მოლაპარაკებებს ემხრობა

გერმანიის მთავრობას თალიბანთან მოლაპარაკებების დაწყება სურს იმ ავღანელების ევაკუაციაზე, ვინც გერმანიის სამხედრო შენაერთებთან მუშაობდნენ.

"ჩვენ თალიბებთან უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ ავღანეთიდან უსაფრთხოდ იმ ადამიანების გამოყვანა, ვინც ჩვენთან მუშაობდნენ," - განაცხადა მერკელმა ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიაში ვიზიტისას.

პარასკევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ თალიბებთან კონტაქტი ექნებათ, მაგრამ არ აღიარებენ ლეგიტიმურ ხელისუფლებად.

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქაბულიდან 5 300 ადამიანის ევაკუირება მოახერხა, მათ შორის, 530 - გერმანელი და 4 400 ავღანელია. 

 

 

მსგავსი სიახლეები