МИД: მისაღებია, თუ აშშ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ხმას არ მისცემს
ევროპაში გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთის მიმართ წაყენებული მოთხოვნები შეამსუბუქა.
"2008 წლის ბუქარესტის სამიტის ეს ცნობილი ფორმულა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები უნდა შეიცვალოს იმ შინაარსით, რომ ეს არ მოხდება არასდროს",- თქვა რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით, ალტერნატივის სახით, შექმნილ ვითარებაში რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, თუ აშშ ცალმხრივად მხარს აღარ დაუჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
ამის შესახებ რიაბკოვმა ვალდაის კლუბის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რიაბკოვი ხელმძღვანელობდა რუსულ დელეგაცია ცოტა ხნის წინ, აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე.
მოლაპარაკებების ეს ეტაპი 13 იანვარს უშედეგოდ დასრულდა - რუსეთი ნატოსა და აშშ-სგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების შესახებ იურიდიულ გარანტიებს, რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ალიანსის სამხედრო აქტივობის შეწყვეტას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რეზოლუციის დეზავუირებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.