მიხაელ როტი: ღარიბაშვილი საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როტი (სოციალ-დემოკრატები), ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს პრემიერმა ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნატო-ს შესაძლო გაფართოებით იყო გამოწვეული.

"საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ უნდა განმარტოს თავისი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ", - წერს გერმანელი პოლიტიკოსი, - "რატომ აუფასურებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი რუსეთის გენოციდურ ომს რუსეთის მიმართ და ემსახურება პრო-რუსულ ნარატივს?"

მიხაელ როტის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი "ამით საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომელიც თავისუფლებისაკენ ისწრაფვის".

მსგავსი სიახლეები