მობილიზაციის დაწყების შემდეგ რუსეთის ეკონომიკამ 700 ათასი მუშახელი დაკარგა

მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე რუსეთის ეკონომიკამ ჯამურად 700 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე დაკარგა, რაც რუსეთის ჯამური აქტიური სამუშაო ძალის 1%-ს შეადგენს. მუშახელის ასეთმა მასშტაბურმა გადინებამ შესაძლოა რუსეთის შრომის ბაზარი ჩამოაქციოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Комерсанть რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საიდუმლო ანგარიშებზე დაყრდნობით ავრცელებს

გაზეთის მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ქვეყნიდან ძირითადად მაღალკვალიფიციური მუშა ხელი გადის, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შრომის ბაზრის მდგომარეობას. 

მობილიზაციასთან დაკავშირებული იურიდიული ბუნდოვანება დამატებით წნეხს ახდენს ბიზნესზე, რომელთა წარმომადგენლებიც ამგვარ გაურკვევლობაში თავის იკავებს ვაკანსიების გამოცხადებისგან. 

ჯამურად შრომითი ძალის მასიურმა გადინებამ და ბიზნესების მხრიდან გამოცხადებული ვაკანსიების რიცხვის შემცირებამ შესაძლოა სამუშაო ძალის დეფიციტი გამოიწვიოს. ექსპერტების ცნობით, ყველაზე მეტად მომსახურების სფერო დაზარალდება.

გამოცემის რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ მობილიზაცის გამოცხადება ბიზნესისთვის მოულოდნელი იყო და შესაბამისად მათი უმეტესობა არ იყო მზად ახალი პირობებისთვის - ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორ უნდა მოიქცეს კომპანია თუ მისი თანამშრომელი რეზერვისტად გაიწვიეს, გაურკვეველია რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს დამსაქმებელს. 

დამატებით პრობლემას წარმოადგენს მობილიზებული მოქალაქეების ფინანსური კომპენსაციის საკითხი, თუმცა ძირითადი პრობლემა კვლავ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გაწვევაა, რის გამოც რიგი ბიზნესები გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები