მონრეალში სახლში 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

 

კანადის ქალაქ მონრეალში სახლში 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. ახალი რეგულაცია შობის აღნიშვნისას დამატებითი კონტაქტების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

კვებეკის ყველაზე დიდ ქალაქში რესტორნებს უკვე მოეთხოვებათ, რომ ნახევარი დატვირთვით იმუშაონ და 22:00-ზე დაიკეტონ. 26 დეკემბრიდან კი ძალაში შევა რეგულაცია, რომლის თანახმადაც კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანის შეკრება იქნება შესაძლებელი.

ბოლო კვირაში კვებეკის შტატში ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდაა. ოთხშაბათს კი 9000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შტატის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ლეგოს თქმით, მონრეალში საავადმყოფოებს შესაძლოა დღეში 100 ახალი პაციენტი დაემატოს.

კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ცენტრალური ხელისუფლება კვებეკში ათობით მილიონ სწრაფ ტესტს გაგზავნის. იგეგმება შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ ბიზნესისა და დასაქმებულების ფინანსური დახმარება.

 

  

მსგავსი სიახლეები