მოსკოვი და თეირანი რუსეთში ირანული დრონების წარმოებაზე შეთანხმდნენ - WP

რუსეთმა გამართა ფარული მოლაპარაკებები ირანთან, რომლის დროსაც შედგა შეთანხმება რუსეთში ირანული კამიკაძე დრონების წარმოებაზე, რომლებსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ამის შესახებ 19 ნოემბერს The Washington Post-მა აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა.

ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ საუბარია რუსეთში "ასობით" დრონის წარმოებაზე. მოსკოვსა და თეირანს შორის შეთანხმებას, სავარაუდოდ, ხელი ნოემბრის დასაწყისში მოეწერა ირანის დედაქალაქში ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის დროს.

რუსეთში წარმოება შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს.

The Washington Post წერს, რომ საკუთარი წარმოების ხაზის გაჩენით, რუსეთს შეუძლია "რადიკალურად გაზარდოს შედარებით იაფი, მაგრამ ძალიან დამანგრეველი იარაღის მარაგი" და შეძლოს მათი გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა შეიძლება დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ახალი სანქციები, თუ დრონები ფიზიკურად რუსეთში აეწყობა. 

მსგავსი სიახლეები