მოსკოვიდან პირდაპირი ფრენებზე ყველა მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა
მოსკოვიდან მოქმედ პირდაპირ ფრენებზე ყველაზე მიმართულებით უახლოეს დროში ყველა ბილეთი გაიყიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ავიაკომპანიების საიტებსა და სცეპიალურ აგრეგატებზე დაყრდნობით РБК ავრცელებს.
საუბარია პირდაპირ რეისებზე ერევნის, ბაქოს, სტამბულის მიმართულებით.
ავიაბილეთების გაყიდვის უმსხვილესი რუსული საიტის ცნობით, უახლოესი თავისუფალი ბილეთი 23 სექტემბერს იძებნება, მოსკოვი-სტამბულის ბილეთის ფასი ამ დროისთვის 76 ათასს რუბლს შეადგენს.
აეროფლოტის საიტზე გაყიდულია ყველა ბილეთი ყველა ფრენაზე 25 სექტემბერამდე. მსგავსი ვითარებაა ბაქოს მიმართულებით ფრენებზეც, სადაც უახლოეს დღეებში ყველა ბილეთი გაყიდულია.
23 სექტემბერამდე ბილეთის ყიდვა შეუძლებელია ტაშკენტის მიმართულებითაც.
ავიაბილეთებზე მოთხოვნამ მკვეთრად მას შემდეგ იმატა რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
სერგეი შოიგუს თქმით, მობილიზაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 300 ათასს მოქალაქეს შეეხება.