ნატო არქტიკაში მანევრებს ატარებს, რომელშიც ფინეთი პირველად მონაწილეობს
1000 ამერიკელი, ბრიტანელი, შვედეთი და ნორვეგიელი ჯარისკაცი, 6500 ფინელ სამხედროსთან ერთად, Northern Forest-ის ერთობლივ მანევრებში მიიღებს მონაწილეობას.
Reuters-ის ცნობით, მანევრებში 1000 ერთეულამდე სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკაა ჩართული.
გარდა ამისა, მოკავშირეთა ერთობლივი საარტილერიო წვრთნები ჩრდილოეთ ფინეთში, რუსეთის საზღვართან ტარდება. აშშ-ის მე-10 ქვეითი დივიზიის გენერალ-მაიორმა გრეგორი ანდერსონმა, რომელიც წვრთნებს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ფინეთის დასაცავად.
"ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვემზადებით ჩვენს ახალ მოკავშირესთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ დავიცვათ ფინეთი, თუ რამე არასწორედ მოხდება", - თქვა ამერიკელმა გენერალმა.
ფინეთის ჯარები Leopard-2A6-ის ტანკებზე ატარებენ წვრთნებს. შვედური და ნორვეგიული ქვედანაყოფები ასევე ისვრიან ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV90-დან.
ფინეთი ნატოს მიმდინარე წლის 4 აპრილს შეუერთდა.