ნატო: ხარკოვი რუსი ოკუპანტებისთვის "წარმოუდგენლად რთული გამოწვევა" აღმოჩნდა
ხარკოვმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტურად დაიცვას თავი რუსი ოკუპანტებისგან, განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელსაც "Радіо Свобода" ციტირებს.
"ხარკოვი წარმოუდგენლად რთული გამოწვევა იყო, უკრაინის მოქალაქეებმა ხარკოვში აჩვენეს დაცვის დიდი უნარი რამდენიმე კონტრშეტევაზე. იქ ძალიან მძიმე ბრძოლები იყო, უკრაინელებმა გაუძლეს და შეინარჩუნეს ქალაქი. რუსები მასთან ახლოს არიან. ამას თვალი უნდა ვადევნოთ, მაგრამ ვფიქრობ, ხარკოვის მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ თავს დაიცავს", - განაცხადა მან.
ნატოს ოფიციალური პირი პროგნოზირებს, რომ ხარკოვში "ბრძოლის ბუნება" ზოგადად მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტები "უახლოეს მომავალში სხვა რაიონებში" კონცენტრირდებიან.