ნატო: რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი მისი საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. ნატომ რუსეთის პრეზიდენტს უპასუხა, რომ ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს.

ნატოს წარმომადგენლის განცხადებას Reuters ციტირებს.

ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო არ კარგავს სიფხიზლეს და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. მან რუსეთის ბირთვულ რიტორიკას "საშიში და უპასუხისმგებლო" უწოდა. თუმცა, ჯერჯერობით ალიანსს არ უნახავს რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში ცვლილებები.

"ჩვენ ვერ შევამჩნიეთ რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში, რომელიც გვაიძულებდა შეგვეცვალა ჩვენი პოლიტიკა", - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

მან ასევე აბსოლუტურად მცდარი უწოდა რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის ნატოს წევრ ქვეყნებში განაწილების შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების არგუმენტად მოიყვანა.

"ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. რუსეთი მუდმივად არღვევს თავის ვალდებულებებს შეიარაღების კონტროლის შესახებ, ბოლოს შეაჩერა მონაწილეობა ახალი START-ის ხელშეკრულებაში (სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ. - რედ.)", - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გამოაცხადა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შაბათს განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნიშნები.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს დაუყოვნებლივ მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა და მოელის ეფექტურ მოქმედებას გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, აშშ-სა და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვულ შანტაჟთან დასაპირისპირებლად.

მსგავსი სიახლეები