ნატო უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგმავს - Bloomberg
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა ინიციატივა უკრაინისთვის შეიქმნას ფონდი, რომელშიც წევრი ქვეყნები 5 წლის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარს შეიტანენ.
ამის შესახებ Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის წინადადებას და შენატანების განაწილების მექანიზმებს.
წყაროები ვარაუდობენ, რომ წინადადება, სავარაუდოდ, შეიცვლება, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.
ამ ცვლილების ფარგლებში, ნატომ შესაძლოა თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფზე ოპერატიული პასუხისმგებლობა (რამშტაინის ფორმატი), რომელიც კოორდინაციას უწევს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.
მისი ხელმძღვანელი ნატოს უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კრის კავოლი იქნება. ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება დაიცვას სტრუქტურა ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისგან, რომელიც შეიძლება აშშ-ის არჩევნების შემდეგ მოხდეს.
თუ მოკავშირეები მხარს დაუჭერენ სტოლტენბერგის წინადადებას, ეს იქნება ალიანსის პარადიგმის ცვლილება, რომელიც ადრე ისეთი ნაბიჯებისგან დისტანცირებას ცდილობდა, რომელსაც შეიძლება შეექმნა აღქმა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ესკალაცია მოხდეს.