ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი იტალიის გენერალური შტაბის უფროსი იქნება
16 სექტემბერს იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯუზეპე კავო დრაგონე ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს. ამ ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.
"2023 წლის 16 სექტემბერს ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის მანდატი კიდევ ექვსი თვით გააგრძელონ და მისი მემკვიდრე იტალიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იქნება," - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისი გადაწყვეტილება ოსლოში ალიანსის სამხედრო კომიტეტის კონფერენციაზე მიიღეს.
დრაგონე იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად 2024 წლის ნოემბრამდე დარჩება.
"ჩემთვის პატივია ამ პრესტიჟული სამუშაოს მიღება, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმატებისა და მისი ფუნდამენტური ღირებულებების - თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის უპირობო ვალდებულებით შევასრულებ," - თქვა დრაგონემ. "ნატო შეძლებს სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას და გადაჭრას საერთაშორისო პრობლემები."