ნატოში იზრდება კონსენსუსი, რომ უკრაინა ალიანსის წევრი MAP-ის გარეშე უნდა გახდეს - POLITICO
ნატოს წევრი ქვეყნების მზარდი რაოდენობა უჭერს მხარს ალიანსში უკრაინის გამარტივებულ გაწევრიანებას, რაც ითვალისწინებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარის თქმას.
ამ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვილნიუსში ნატოს სამიტზე დამტკიცდეს.
გამოცემის წყაროების თანახმად, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირადად გამოთქვა ინიციატივა, რომ მოკავშირეები დათანხმდნენ, სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ, MAP-ის გარეშე, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას.
ამის სიგნალი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სავარაუდო მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ამ ნაბიჯს, როგორც ამას ადრე მედია წერდა.
"თუ ეს არის რაღაც, რაც ამერიკას ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად სურს, მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ მიიღონ ეს," - თქვა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გამოცემის მეორე წყარო ვარაუდობს, რომ ალიანსს "აქვს ამ წინადადების განხორციელების შესაძლებლობა."
სკანდინავიელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ MAP-ის გაუქმება "შეიძლება" იყოს უკრაინისთვის ვილნიუსის სამიტზე შეთავაზებული პოლიტიკური პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტი, "უსაფრთხოების შესაძლო ორმხრივ გარანტიებთან ერთად."
ამავდროულად, უკრაინისთვის MAP-ის გაუქმებას ეწინააღმდეგება "ზოგიერთი ქვეყანა სამხრეთ ევროპაში," რომლებიც შიშობენ, რომ ეს გააღიზიანებს რუსეთს, პოტენციურად გამოიწვევს ომის ესკალაციას და გაართულებს მოსკოვთან კავშირების აღდგენას ომის შემდეგ.
ასევე არის უნგრეთის და თურქეთის პრობლემა, რომელთათვისაც, ნატოს ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან მიახლოება "არაკომფორტულია."