ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ 7 დასავლელი მოხალისე IDF-ს 'უნებლიე' დარტყმას ემსხვერპლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი სწორედ ისრაელის არმიის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. 

ნეთანიაჰუს თქმით, საჰაერო შეტევა "უნებლიე შეცდომა იყო, რაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა."

ტრაგიკულ ინციდენტს გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერიც. უწყების ცნობით, უკვე მიმდინარეობს გამოძიება და მისი პირველადი შედეგები მოსახლეობისთვის მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

კონტექსტი 

შემთხვევა პირველ აპრილს, ღაზის სექტორში დემილიტარიზებულ ზონაში მოხდა. საუბარია ჰუმანიტარულია ორგანიზაცია World Central kitchen-ის 7 თანამშრომელზე. 

დაღუპულებს შორის არიან, კანადის, პოლონეთის, აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეები. ჰუმანიტარულ კოლონაზე ისრაელის ავიაციამ დარტყმა იმ დროს მიიტანეს, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები ბრენდირებული და დაჯავშნული 2 ავტომობოლით ისრაელთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობდნენ. 

"ეს თავდასხმაა არამხოლოდ ჩვენს ორგანიზაციაზე, არამედ ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე, რომლებიც ყველაზე უარეს ვითარებაში აღმოჩნდნენ, როდესაც საკვები ომის იარაღად გამოიყენება",- განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, ერინ გორმა. 

 

მსგავსი სიახლეები