ნიდერლანდებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა

 

სამშაბათს ნიდერლანდების ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრება გადაწყვიტა, მათ შორის, სავალდებულო გახდა ღია სივრცეში ნიღბის ტარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხდა.

გარდა ამისა, 6 ნოემბრიდან მუზეუმებში, სპორტდარბაზებში და რესტორნებში შესასვლელად კოვიდ-პასპორტები იქნება საჭირო.

ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები სექტემბრის ბოლოდან იზრდება, როდესაც ქვეყანაში შეზღუდვების უმრავლესობა მოიხსნა. ამჟამად ინფექციის გავრცელების მასშტაბი ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ქვეყანაში საავადმყოფოებმა რეგულარული პაციენტების მიღება შეამცირეს და კოვიდ-კლინიკებად გადაკეთდნენ.

პრემიერ-მინისტრმა რუტემ ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოუწოდა დაიცვან ჰიგიენის წესები და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში სახლში დარჩნენ.

ნიდერლანდების მოსახლეობის 84% სრულად არის აცრილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები