Nord Stream-ის აფეთქებამდე ადგილზე რუსეთის წყალქვეშა ნავი შენიშნეს - დანიური მედია

დანიელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ Nord Stream-ის აფეთქებამდე 4 დღით ადრე ადგილზე რუსეთის წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ დანიური გამოცემა Information ავრცელებს

გაზსადენზე აფეთქება გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა, ხოლო 4 დღით ადრე დანიურმა საპატრულო კატარღამ ადგილზე რუსეთის კუთვნილი გემი სახელწოდებით CC-750. აღნიშნული გემს შეუძლია სპეციალური სამუშაოების შესრულება დიდ სიღრმეზე და ასევე აღჭურვილია მცირე ზომის წყალქვეშა ნავით. დანიის სანაპირო დაცვამ გემს ფოტოებიც გადაუღო. 

გამოცემის ცნობით, დანიის თავდაცვის სამინისტროს აქვს აღნიშნული გემის ასობით ფოტო, ხოლო მათ მიერ გამოკითხული ექსპერტები მიუთითებენ, რომ ამ ტიპის გემი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ამ ტიპის დივერსიისთვის. 

კონტექსტი 

გაზსადენი გასული წლის 26 სექტემბერს ააფეთქეს, გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს და კვლავ უცნობია, თუ ვინ დგას დივერსიის უკან. 

თავის მხრივ რუსეთი გაზსადენის აფეთქებაში დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. დასავლურ მედიაში იწერებოდა ე.წ. პრო-უკრაინული ჯგუფის ჩართულობაზეც. თუმცა ბალტიის და ჩრდილო ევროპის სახელმწიფოები არ გამორიცხავენ, რომ დივერსიის უკან რუსეთის სპეცსამხურები იდგნენ. 

მსგავსი სიახლეები