NYT: აშშ უკრაინას საბჭოთა წარმოების ტანკების მიღებაში დაეხმარება

აშშ უკრაინას დაეხმარება მიიღოს საბჭოთა წარმოების ტანკები იმ პარტნიორი ქვეყნებისგან, რომლებსაც ამგვარი ტანკები შეიარაღებაში გააჩნიათ. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. 

გამოცემის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, შუამავლობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს მას პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის შემდეგ მოხდა. 

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, ტანკების მიწოდება უკრაინისთვის უახლოეს მომავალში დაიწყება, თუმცა მან უარი თქვა გაემხილა ეს სახელმწიფოები. 

სამხედრო ექსპერტების თქმით, ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შეტევები დიდ მანძილზე და გააძლიერონ არტილერიული ნაწილი. 

მსგავსი სიახლეები