NYT ბელგოროდის შესახებ: რუსულ ბატალიონს უმნიშვნელო დანაკარგები აქვს

ბელგოროდის რაიონში ოპერაციის დროს არც ერთი უკრაინელი მებრძოლი არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე, ოპერაციაში მონაწილე დანაყოფებს აქვთ დანაკარგები, რამაც გავლენა არ მოახდინა მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე.

ამის შესახებ The New York Times, უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

NYT-ის წყაროს ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე არც ერთი უკრაინული მებრძოლი არ შესულა. უკრაინელი სამხედროები უპირატესად დამხმარე როლს თამაშობენ, იცავენ უკრაინის საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევაში.

როგორც თანამოსაუბრე აღნიშნავს, ოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებმა განიცადეს დანაკარგები, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, რომ გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო ეფექტურობაზე. სხვა დეტალები მან არ დააკონკრეტა.

კონტექსტი

23 მაისს უკრაინის მხარეს მებრძოლმა "თავისუფალი რუსეთის" ბატალიონმა საკუთარ Telegram-ზე დაწერა, რომ მათი ოპერაცია ბელგოროდში ამ დრომდე გრძელდება.

რუს მოხალისეთა ლეგიონის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგი, რომელზეც იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ დივერსიული ჯგუფები სრულად განადგურებული და განდევნილია რუსეთის ტერიტორიიდან.

რუს მოხალისეთა ბატალიონის ოპერაციის მიმდინარეობაზე წერს Financial Times-ის კორესპონდენტი, კრისტოფერ მილერიც. ჟურნალისტის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა ლეგიონის მეთაურს, დენის ნიკიტინს, რომელიც კარგ განწყობაზე იყო და მისი ხმა არ გავდა იმ მეთაურის ხმას, რომელმაც ცოტა ხნის 70 მებრძოლი დაკარგა. ნიკიტინის თქმით, ბელგოროდში რუსული ლეგიონის ოპერაცია გრძელდება.

მსგავსი სიახლეები