ОДКБ ყაზახეთში სამშვიდობო ძალებს აგზავნის

 

ОДКБ-ს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობო ძალებს გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.

სომხეთის გარდა, ორგანიზაციის სხვა წევრებს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. 

__________________

ყაზახური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტოკაევმა ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია] წევრ სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით მიმართ. 

"პარტნიორებისთვი მიმართ შესაბამისი და დროული მგონია"- ნათქვამია ტოკაევის განცხადებაში. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

პარალელურად, შექმნილ მდგომარეობის შესახებ, პირველი ყაზახი კოსმონავტისა და ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორის, ტოკტარ აიბაკიროვის მიმართვა ვრცელდება. 

"სინამდვილეში, ეს აღარ არის მუქარა, ეს არის სახელმწიფოს ერთიანობის ძირის გამოთხრა და რაც მთავარია - თავდასხმაა ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც პრეზიდენტის მსგავსად მთოვენ, რომ მათ დავეხმარო",- წერია აიბაკიროვის მიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები