ტოკაევმა უსაფრთხოების კომიტეტის უფროსი და დაცვის უფროსი დაითხოვა

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასემ ჟომარტ ტოკაევმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის უფროსი და თავისივე პირადი დაცვის უფროსი დაითხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. 

ყაზახური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტოკაევმა ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია] წევრ სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით მიმართ. 

"პარტნიორებისთვის მიმართვა შესაბამისი და დროული მგონია"-ნათქვამია ტოკაევის განცხადებაში. 

ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

პარალელურად, შექმნილ მდგომარეობის შესახებ, პირველი ყაზახი კოსმონავტისა და ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორის, ტოკტარ აიბაკიროვის მიმართვა ვრცელდება. 

"სინამდვილეში, ეს აღარ არის მუქარა, ეს არის სახელმწიფოს ერთიანობის ძირის გამოთხრა და რაც მთავარია - თავდასხმაა ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც პრეზიდენტის მსგავსად მთხოვენ, რომ მათ დავეხმარო",- წერია აიბაკიროვის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები