ორბანის თქმით, ნატო უკრაინაში მისიას ამზადებს. თუმცა უნგრეთი მასში არ ჩაერთვება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინაში მისიას ამზადებს, თუმცა უნგრეთი მასში არ ჩაერთვება.
ორბანი ამბობს, რომ საუბარია სამხედრო მისიაზე - "ეს უიმედო წამოწყებაა, რომელშიც გაუმართლებლად მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს."
უნგრეთის პრემიერი თქმით, "ევროპული მატარებელი ომისკენ მიდის, თუმცა მას როგორც უნგრელი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერს, შეუძლია მატარებლის გაჩერება და თუ ყველაფერთან ერთად იღბალიც იქნება უნგრეთი შეძლებს მემანქანის გადარწმუნებას და ომისკენ აღარავინ წავა."
უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ ომისკენ მიმავალი მატარებლის შეჩერება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია.
კონტექსტი
გასულ დღეებში დასავლური მედია წერდა, რომ ორბანმა მიაღწია კომპრომისს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან - უნგრეთს არ ექნება ვალდებულებები უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით და სანაცვლოდ არ დაბლოკავს ალიანსის ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
ასევე ცნობილი გახდა იმის, შესახებ, რომ უნგრეთი აღარ დაბლოკავს მარკ რიუტეს კანდიდატურას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე.