პაველი პირველ სატალეფონო საუბრებს უკრაინის და ტაივანის პრეზიდენტთან გამართავს

ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი ამ რანგში პირველ სატელეფონო საუბრებს უკრაინის და ტაივანის პრეზიდენტებთან გამართავს. 

გავრცელებული გრაფიკით პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ჩეხეთი ახალი პრეზიდენტი გაესაუბრება ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება, ხოლო მოგვიანებით ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი. სატელეფონო კონტაქტი დღეს, 29 იანვარს შედგება. 

როგორც წესი უცხოელ ლიდერებთან პირველი კონტაქტი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მიანიშნებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის რანგში პეტრ პაველის პირველი საზვარგარეთული ვიზიტი კიევში შედგება. 

ეს ჩეხეთში დამკვიდრებული ტრადიციის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პირველი ვიზიტით სლოვაკეთში ჩადის. შედეგების გამოცხადების შემდეგ პაველის საარჩევნო შტაბს სწორედ სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ესტუმრა. ორმა ლიდერმა უკრაინაში ერთობლივი ვიზიტის გეგმები განიხილეს. 

პაველს გამარჯვება უკვე მიულოცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - "მოხარული ვიქნები პირადი და მჭიდრო თანაშრმლობის ჩეხი და უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ და გაერთიანებული ევროპის ინტერესებში."

კონტექსტი 

ჩეხეთის გენერალური შტაბის და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა უფროსმა, პეტრ პაველმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა ყოფილი პრემიერი, ანდრეი ბაბიში. 

პაველის ინაუგურაცია მარტში გაიმართება, ის პრეზიდენტის პოსტზე მილოშ ზემანს შეცვლის, რომელიც 24 თებერვლამდე პრო-რუსული განწყობებით გამოირჩეოდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ განაცხადა, რომ ცდებოდა და უკრაინისთვის მაქსიმალური ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერას ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები